"მამაჩემი კრიმინალური ავტორიტეტია"
კანონიერი ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების აღზევების ხანა საქართველოში 90-იანი წლები იყო. ეს იყო დრო, როდესაც თითქმის ყველა გოგო კრიმინალური ავტორიტეტის ცოლობაზე ოცნებობდა, პატარა ბიჭები კი, კითხვაზე, რა გინდა გამოხვიდე რომ გაიზრდები, პასუხობდნენ - კანონიერი ქურდი. ეს იყო ხანა, როდესაც დანაშაული რომანტიზებული იყო, კრიმინალები კი რაინდებად მიჩნეული. მას შემდეგ საქართველო ძალიან შეიცვალა, კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაშიც დიდ პროგრესს მიაღწია. თუმცა, მემკვიდრეობას, რომელიც ამ სამყარომ დატოვა, ქვეყანამ დღემდე ვერ დააღწია თავი.
JAMnews-ის ამ პროექტში სამი მონოლოგია, სადაც შვილები ჰყვებიან საკუთარ მამებზე - კრიმინალური ავტორიტეტებზე. ისინი იხსენებენ ბავშვობას, ტრავმებს და მამებთან ურთიერთობას.
სტატიის ნახვა