სტატისტიკა, თუ რამდენი ქალი მიმართავს საქართველოში აღნიშნულ პროცედურას და გაიზარდა თუ არა მათი რიცხვი ბოლო წლებში, არ არსებობს.
ამის თქმა უჭირთ სპეციალისტებსაც. კლინიკებში ამ პროცედურაზე მიმსვლელთა რაოდენობის მატება არის, თუმცა სხვა ქვეყნებშიან შედარებით მაინც დაბალია.
„თუ მკითხავთ, ხშირად მოგვმართავენ თუ არა ამ საკითხზე, გეტყვით, რომ ჯერ-ჯერობით მაინც არა. გვყავს რამდენიმე პაციენტი“, — ამბობს არსენ გვენეტაძე.
ამის ერთ-ერთი მიზეზი რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებობაა. ასევე, მენტალობა და რელიგია.
ეკლესია, რომელიც ძალიან პოპულარული ინსტიტუციაა საქართველოში, არაერთხელ გამოსულა თანამედროვე რეპროდუქციული მეთოდების წინააღმდეგ.
მაგალითად, კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში
თქვა, რომ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვის ოჯახი არ შეიძლება იყოს ბედნიერი და ასევე პრობლემურნი იქნებიან ხელოვნური განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვებიც.