აფხაზეთის ომი. როგორ დაიწყო და განვითარდა კონფლიქტი - ქრონოლოგია
ხედვა თბილისიდან და სოხუმიდან
როგორ დაიწყო კავკასიის ერთი-ერთი ყველაზე სისხლიანი კონფლიქტი - ქართულ აფხაზური ომი. როგორია იმ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი, რომლებმაც ქვეყანა ომამდე მიიყვანა; როგორია მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

ჩვენ ვთხოვეთ ქართველ და აფხაზ ექსპერტებს - პაატა ზაქარეიშვილს და ინალ ხასიგს გაეხსენებინათ აფხაზეთის ომის 20 ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. ორი ვერსია, ორი ხედვა კონფლიქტის ორივე მხრიდან - რა არის საერთო და განსხვავებული. ნახეთ JAMnews-ის პროექტი თბილისიდან და სოხუმიდან
საბჭოთა პერიოდში აფხაზეთი იყო ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში. სსრკ-ს დაშლის შემდეგ აფხაზეთმა საქართველოდან გამოყოფის და დამოუკიდებელი ქვეყნად არსებობის სურვილი გამოთქვა, რასაც ეწინააღმდეგებოდა თბილისი - აფხაზეთი უნდა დარჩენილიყო ავტონომიურ რესპუბლიკად დამოუკიდებელი საქართველოს ფარგლებში.

ომის დაწყების თარიღად 1992 წლის 14 აგვისტო ითვლება, ხოლო კონფლიქტის სამხედრო ფაზის დასასრულად - 1993 წლის 27 სექტემბერი. ომი საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხებით დასრულდა. სხვადასხვა წყაროების თანახმად, 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 300 ათასი დევნილად და იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. მათი უმეტესობა ეთნიკურად ქართველია, ისინი დღესაც ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში.

1994 წელს, მოსკოვში, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის შუამავლობით, მხარეებმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების განთავისუფლების შესახებ“. ამ შეთანხმების მასშტაბური დარღვევები დღემდე სამჯერ - 1998, 2001 და 2008 წლებში დაფიქსირდა.

2008 წლამდე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში განლაგებული იყო დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალები, სრულად დაკომპლექტებული რუსი სამხედროებით. კონფლიქტის ზონაში და აფხაზეთის ტერიტორიაზე ასევე მუშაობდა გაეროს სადამკვირვებლო მისია.
2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთის გარშემო ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად აღიარა. მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა.რუსეთის გარდა, აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ „მესამე სამყაროს“ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა.

აფხაზეთი თავის ცხოვრებას აწყობს როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკა და მომავალსაც დამოუკიდებლობაში ხედავს. საქართველო აფხაზეთს თავის რეგიონად მიიჩნევს, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში შემავალ სეპარატისტულ რეგიონად მიიჩნევს.
სანაპირო სოხუმში. 1988 წელი
გურამ წიბახაშვილის ფოტოები

1989

ლიხნის საპროტესტო აქცია უმნიშვნელოვანესი მოვლენაა - მან შეუქცევადი გახადაქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის გაუცხოება; გახდა თბილისში 9 აპრილსგანვითარებული ტრაგიკული მოვლენების ძირითადი ტრიგერი და მანვე შეუწყო ხელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ეროვნული მოძრაობის განვითარებას.
კომენტარი თბილისიდან
კომენტარი სოხუმიდან
მიმართვაში ასახული იყო საბჭოთა პერიოდში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორია. აღწერილი იყო აფხაზი ხალხის უფლებების დარღვევის ფაქტები და ამაზე დაყრდნობით, წერილის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი სსრკ-ს შემადგენლობაში რესპუბლიკის პოლიტიკური სტატუსის გაზრდა იყო. ფაქტობრივად, იმ დღეს სრულიად აფხაზური რეგოიოპპლებისციტი გაიმართა.
ლიხნის კრება აფხაზეთში
1989 წლის 18 მარტს, აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, აფხაზეთის სახალხო ფრონტის „აიდგილარას“ ინიციატივით, გაიმართა აფხაზი ხალხის წარმომადგენელთა მრავალათასიანი კრება. კრებაზე საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის სახელზე შეადგინეს წერილი, რომელშიც ითხოვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამოყოფას საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობიდან და მისთვის მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას. წერილს ხელს აწერდნენ საზოგადო მოღვაწეები, სახელმწიფო მოხელეები (ჯამში 36 ათასზე მეტი აფხაზის ხელმოწერა). მათ შორის იყვნენ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის (სკკპ) რეგიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ბორის ადლეიბა და აფხაზეთის უნივერსიტეტის რექტორი ალეკო გვარამია.
18 მარტი
ლიხნის კრება აფხაზეთში. 18 მარტი

ლიხნის კრება
პროცესებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო აფხაზეთში. უნივერსიტეტის გაყოფით დაიწყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეთნიკური ნიშნით დაყოფა - ამის შემდგომ გაიყო ფეხბურთის გუნდი, მწერალთა კავშირი, თეატრი და სხვა მრავალი ინსტიტუცია.
კომენტარი თბილისიდან
კომენტარი სოხუმიდან
თბილისის 9 აპრილის მოვლენები იყო რეაქცია ლიხნის კრებაზე -აფხაზების მოთხოვნაზე, აღედგინათ აფხაზეთის, როგორც საკავშირო რესპუბლიკის სტატუსი ( ეს სტატუსი ჰქონდა აფხაზეთს სსრკ-ს შექმნისას, 1921 წლის მარტიდან 1931 წლის თებერვლამდე). სტატუსის დაბრუნება ნიშნავდა აფხაზეთის გამოყოფას საქართველოსგან.
აფხაზეთმა მომდევნო თვეებშიც განაგრძო ბრძოლა სტატუსის ამაღლების მოთხოვნით. 1989 წლის ივნისში, მოსკოვში, სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ყრილობაზე, აფხაზეთის სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ვლადისლავ არძინბამ ისაუბრა იმ ჩაგვრაზე, რომელსაც აფხაზი ხალხი საქართველოს მხრიდან საბჭოთა პერიოდში განიცდიდა.
9 აპრილის ტრაგედია, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაყოფა
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ ტანკებისა და მომწამვლელი გაზის გამოყენებით თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამართული მშვიდობიანი აქცია ჩაშალა. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით მოიწამლა და დაშავდა. პარალელურად, ლიხნის კრემის შემდეგ, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები და პედაგოგები ლიხნის წერილზე აფხაზეთის უნივერსიტეტის რექტორის ხელმოწერამ აღაშფოთა. მათ პერმანენტული გაფიცვა დაიწყეს აფხაზეთის უნივერსიტეტისგან ქართული სექტორის გამოყოფის მოთხოვნით. 1989 წლის 14 მაისს ეს პროცესი აფხაზეთის უნივერსიტეტის ეთნიკური ნიშნით ორად გაყოფით დასრულდა.
აპრილი-მაისი
9 აპრილის ტრაგედია, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაყოფა, აპრილი-მაისი
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ ტანკებისა და მომწამვლელი გაზის გამოყენებით თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამართული მშვიდობიანი აქცია ჩაშალა. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით მოიწამლა და დაშავდა. პარალელურად, ლიხნის კრემის შემდეგ, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტები და პედაგოგები ლიხნის წერილზე აფხაზეთის უნივერსიტეტის რექტორის ხელმოწერამ აღაშფოთა. მათ პერმანენტული გაფიცვა დაიწყეს აფხაზეთის უნივერსიტეტისგან ქართული სექტორის გამოყოფის მოთხოვნით. 1989 წლის 14 მაისს ეს პროცესი აფხაზეთის უნივერსიტეტის ეთნიკური ნიშნით ორად გაყოფით დასრულდა.
კომენტარი თბილისიდან
პროცესებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო აფხაზეთში. უნივერსიტეტის გაყოფით დაიწყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეთნიკური ნიშნით დაყოფა - ამის შემდგომ გაიყო ფეხბურთის გუნდი, მწერალთა კავშირი, თეატრი და სხვა მრავალი ინსტიტუცია.
კომენტარი სოხუმიდან
თბილისის 9 აპრილის მოვლენები იყო რეაქცია ლიხნის კრებაზე -აფხაზების მოთხოვნაზე, აღედგინათ აფხაზეთის, როგორც საკავშირო რესპუბლიკის სტატუსი ( ეს სტატუსი ჰქონდა აფხაზეთს სსრკ-ს შექმნისას, 1921 წლის მარტიდან 1931 წლის თებერვლამდე). სტატუსის დაბრუნება ნიშნავდა აფხაზეთის გამოყოფას საქართველოსგან.
აფხაზეთმა მომდევნო თვეებშიც განაგრძო ბრძოლა სტატუსის ამაღლების მოთხოვნით. 1989 წლის ივნისში, მოსკოვში, სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ყრილობაზე, აფხაზეთის სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ვლადისლავ არძინბამ ისაუბრა იმ ჩაგვრაზე, რომელსაც აფხაზი ხალხი საქართველოს მხრიდან საბჭოთა პერიოდში განიცდიდა.
9 აპრილის მიტინგი დარბევამდე
აღნიშნული მოვლენები გახდა ქართველებსა და აფხაზებს შორის პირველი მიზანმიმართული სისხლიანი ანგარიშსწორება. რეალური შინაარსი შეიძინა ომის საფრთხემ, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდათ ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს.
კომენტარი თბილისიდან
კომენტარი სოხუმიდან
მომხდარმა არც ერთ მხარეს უპირატესობა არ მოუტანა, თუმცა უკიდურესად გაზარდა საზოგადოების პოლარიზაცია. ამ მოვლენამ გამოავლინა მომავალი ფართომასშტაბიანი კონფლიქტის კონტურები და ძალთა განლაგება.
პირველი სისხლისღვრა. აფხაზების და ქართველების შეტაკება სოხუმში
1989 წლის 15-16 ივლისს, სოხუმში, ეთნიკურ ქართველებსა და აფხაზებს შორის, უნივერსიტეტის გაყოფასთან დაკავშირებული დავა შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეტაკებები მოხდა აფხაზეთის სხვა ქალაქებშიც. განსაკუთრებული სიმძაფრით დაპირისპირება გალის რაიონში გამოვლინდა. დაიღუპა 14 ადამიანი, 137 დაიჭრა. ვითარების გასანეიტრალებლად დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩადგა საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების სამხედრო ნაწილები.

15-16 ივლისი

პირველი სისხლისღვრა. აფხაზების და ქართველების შეტაკება სოხუმში, 15-16 ივლისი
1989 წლის 15-16 ივლისს, სოხუმში, ეთნიკურ ქართველებსა და აფხაზებს შორის, უნივერსიტეტის გაყოფასთან დაკავშირებული დავა შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეტაკებები მოხდა აფხაზეთის სხვა ქალაქებშიც. განსაკუთრებული სიმძაფრით დაპირისპირება გალის რაიონში გამოვლინდა. დაიღუპა 14 ადამიანი, 137 დაიჭრა. ვითარების გასანეიტრალებლად დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩადგა საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების სამხედრო ნაწილები.
კომენტარი თბილისიდანии
აღნიშნული მოვლენები გახდა ქართველებსა და აფხაზებს შორის პირველი მიზანმიმართული სისხლიანი ანგარიშსწორება. რეალური შინაარსი შეიძინა ომის საფრთხემ, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდათ ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს.
კომენტარი სოხუმიდან
მომხდარმა არც ერთ მხარეს უპირატესობა არ მოუტანა, თუმცა უკიდურესად გაზარდა საზოგადოების პოლარიზაცია. ამ მოვლენამ გამოავლინა მომავალი ფართომასშტაბიანი კონფლიქტის კონტურები და ძალთა განლაგება.
თბილისში საბჭოთა ძეგლები ჩამოაგდეს. 1988 წელი
კომენტარი სოხუმიდან
ამ ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია აფხაზეთს 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური ომის დროს. კავკასიელ ხალხთა კონგრესის ორგანიზებით აფხაზების დასახმარებლად ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან ათასზე მეტი მოხალისე ჩამოვიდა.
კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეის დაარსება
კავკასიის ხალხთა ეროვნული მოძრაობების წარმომადგენლებმა სოხუმში პირველი ყრილობა გამართეს, სადაც შექმნეს კავკასიის მთიელ ხალხთა კრება. ყრილობამ გამოხატა მხარდაჭერა აფხაზი ხალხის მიმართ და აღიარა მათი უფლებების დარღვევა საქართველოს მხრიდან. შემდგომში ამ ყრილობის საფუძველზე შეიქმნაკავკასიის მთიელ ხალხთა კონგრესი. ქართული მხარე ამ მოვლენას არ გამოყოფს როგორც მნიშვნელოვანს.
25-26 აგვისტო
კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეის დაარსება.
25-26 აგვისტო
კავკასიის ხალხთა ეროვნული მოძრაობების წარმომადგენლებმა სოხუმში პირველი ყრილობა გამართეს, სადაც შექმნეს კავკასიის მთიელ ხალხთა კრება. ყრილობამ გამოხატა მხარდაჭერა აფხაზი ხალხის მიმართ და აღიარა მათი უფლებების დარღვევა საქართველოს მხრიდან. შემდგომში ამ ყრილობის საფუძველზე შეიქმნაკავკასიის მთიელ ხალხთა კონგრესი. ქართული მხარე ამ მოვლენას არ გამოყოფს როგორც მნიშვნელოვანს.
კომენტარი სოხუმიდან
ამ ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია აფხაზეთს 1992-93 წლების ქართულ-აფხაზური ომის დროს. კავკასიელ ხალხთა კონგრესის ორგანიზებით აფხაზების დასახმარებლად ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან ათასზე მეტი მოხალისე ჩამოვიდა.

1990

კომენტარი სოხუმიდან
დეკლარაციაში პირველად გამოჩნდა აფხაზეთის სსრ სახელმწიფო ძალაუფლების კონტურები. დეკლარაციაში გამოცხადდა „სუვერენული სოციალისტური სახელმწიფოს შექმნა, რომელიც დაფუძნებულია აფხაზი ერის მიერ თვითგამორკვევის განუყოფელ უფლებასა და საკუთარი ბედის განსაზღვრაში ხალხის ნების უზენაესობაზე“. აფხაზეთის სსრ-ს ჰქონდა საკუთარი გერბი, დროშა და ჰიმნი.
დეკლარაცია „აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ“
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მიიღეს დეკლარაცია „აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (ასსრ) სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ“ და დადგენილება „აფხაზეთში სახელმწიფოებრიობის დაცვის სამართლებრივი გარანტიების შესახებ“. ქართული მხარე ამ მოვლენას არ გამოყოფს როგორც მნიშვნელოვანს.
25 აგვისტო
დეკლარაცია „აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ“. 25 აგვისტო
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მიიღეს დეკლარაცია „აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (ასსრ) სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ“ და დადგენილება „აფხაზეთში სახელმწიფოებრიობის დაცვის სამართლებრივი გარანტიების შესახებ“. ქართული მხარე ამ მოვლენას არ გამოყოფს როგორც მნიშვნელოვანს.
კომენტარი სოხუმიდან
დეკლარაციაში პირველად გამოჩნდა აფხაზეთის სსრ სახელმწიფო ძალაუფლების კონტურები. დეკლარაციაში გამოცხადდა „სუვერენული სოციალისტური სახელმწიფოს შექმნა, რომელიც დაფუძნებულია აფხაზი ერის მიერ თვითგამორკვევის განუყოფელ უფლებასა და საკუთარი ბედის განსაზღვრაში ხალხის ნების უზენაესობაზე“. აფხაზეთის სსრ-ს ჰქონდა საკუთარი გერბი, დროშა და ჰიმნი.

1991

კომენტარი სოხუმიდან
აფხაზებისთვის და რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის საბჭოთა კავშირის შენარჩუნების იდეა ომის თავიდან აცილების შესაძლებლობად აღიქმებოდა. არსებობდა შიში, რომ სსრკ-ს დაშლის შემთხვევაში საქართველო აფხაზეთს მარტო არ დატოვებდა და აუცილებლად შეეცდებოდა „აფხაზური“ საკითხის ძალით გადაჭრას.
რეფერენდუმი სსრკ-ს შენარჩუნების შესახებ
რეფერენდუმში მონაწილე აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სსრკ-ს შენარჩუნებას. თუმცა, აფხაზეთის ქართულმა მოსახლეობამ ბოიკოტი გამოუცხადა რეფერენდუმს, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მის ჩატარებაზე. ქართული მხარე ამ მოვლენას არ გამოყოფს როგორც მნიშვნელოვანს.
17 მარტი
რეფერენდუმი სსრკ-ს შენარჩუნების შესახებ. 17 მარტი
რეფერენდუმში მონაწილე აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სსრკ-ს შენარჩუნებას. თუმცა, აფხაზეთის ქართულმა მოსახლეობამ ბოიკოტი გამოუცხადა რეფერენდუმს, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა მის ჩატარებაზე. ქართული მხარე ამ მოვლენას არ გამოყოფს როგორც მნიშვნელოვანს.
კომენტარი სოხუმიდან
აფხაზებისთვის და რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის საბჭოთა კავშირის შენარჩუნების იდეა ომის თავიდან აცილების შესაძლებლობად აღიქმებოდა. არსებობდა შიში, რომ სსრკ-ს დაშლის შემთხვევაში საქართველო აფხაზეთს მარტო არ დატოვებდა და აუცილებლად შეეცდებოდა „აფხაზური“ საკითხის ძალით გადაჭრას.
ეს შეთანხმება იყო იშვიათი გამონაკლისი, როცა ქართული და აფხაზური მხარეები თანხმდებიან კონკრეტულ პირობებზე და ასრულებენ მას. (სამ წელიწადში, 1994 წლის 10 მარტის საქართველოს პარლამენტმა ეს ნორმა ეთნიკური ნიშნით ადამიანის პოლიტიკურ უფლებათა შეზღუდვად, დისკრიმინაციად, აპარტეიდულ და რასისტულ საკანონმდებლო პრაქტიკად შეაფასა დაერთობლივი შეთანხმების შედეგად მიღებული ეს კანონი გააუქმა).
კომენტარი თბილისიდან
კომენტარი სოხუმიდან
ეს იყო პირველი დემოკრატიული არჩევნები, რომლებსაც შეეძლო შეექმნა პარტიებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივა. თუმცა, არჩევნების დასრულებისთანავე, აფხაზური პარლამენტის ქართულმა დეპუტაციამ უარი თქვა პარლამენტის გადაწყვეტილებების გათვალისწინებაზე და 1992 წლის ივნისიდან საერთოდაც უმაღლესი საბჭოს ბოიკოტი დაიწყო.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პირველი დემოკრატიული არჩევნები
1991 წლის 29 სექტემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდა. ქართულ და აფხაზურ მხარეთა შორის შეთანხმების შედეგად, უმაღლესი საბჭოს 65 მანდატი ეთნიკური პრინციპით განაწილდა: აფხაზებს 28 მანდატი ერგოთ, ქართველებს - 26, ხოლო სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს - 11 მანდატი. ამ განაწილებით, ცალმხრივად არც ერთ მხარეს არ შეეძლო კონსტიტუციური საკითხების გადაწყვეტა. ეთნიკური ნიშნით განაწილდა აფხაზეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობებიც.
29 სექტემბერი
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პირველი დემოკრატიული არჩევნები. 29 სექტემბერი
1991 წლის 29 სექტემბერს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდა. ქართულ და აფხაზურ მხარეთა შორის შეთანხმების შედეგად, უმაღლესი საბჭოს 65 მანდატი ეთნიკური პრინციპით განაწილდა: აფხაზებს 28 მანდატი ერგოთ, ქართველებს - 26, ხოლო სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს - 11 მანდატი. ამ განაწილებით, ცალმხრივად არც ერთ მხარეს არ შეეძლო კონსტიტუციური საკითხების გადაწყვეტა. ეთნიკური ნიშნით განაწილდა აფხაზეთის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობებიც.
კომენტარი თბილისიდან
ეს შეთანხმება იყო იშვიათი გამონაკლისი, როცა ქართული და აფხაზური მხარეები თანხმდებიან კონკრეტულ პირობებზე და ასრულებენ მას. (სამ წელიწადში, 1994 წლის 10 მარტის საქართველოს პარლამენტმა ეს ნორმა ეთნიკური ნიშნით ადამიანის პოლიტიკურ უფლებათა შეზღუდვად, დისკრიმინაციად, აპარტეიდულ და რასისტულ საკანონმდებლო პრაქტიკად შეაფასა დაერთობლივი შეთანხმების შედეგად მიღებული ეს კანონი გააუქმა).
კომენტარი სოხუმიდან
ეს იყო პირველი დემოკრატიული არჩევნები, რომლებსაც შეეძლო შეექმნა პარტიებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივა. თუმცა, არჩევნების დასრულებისთანავე, აფხაზური პარლამენტის ქართულმა დეპუტაციამ უარი თქვა პარლამენტის გადაწყვეტილებების გათვალისწინებაზე და 1992 წლის ივნისიდან საერთოდაც უმაღლესი საბჭოს ბოიკოტი დაიწყო.

1992

მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებული ძალების გადაადგილებამ აფხაზეთის მოსახლეობის არაქართულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, ამ ფაქტს კონფლიქტის ესკალაცია არ მოჰყოლია.
კომენტარი თბილისიდან
კომენტარი სოხუმიდან
აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ თითქმის ერთხმად მოითხოვა ამ რაზმის დაუყოვნებლივ გასვლა რესპუბლიკის ტერიტორიიდან. ამ მოთხოვნას ქართველმა დეპუტატებმაც მოაწერეს ხელი. ეს იყო უმაღლეს საბჭოში ქართველი და აფხაზი დეპუტატების ერთიანობის ერთ-ერთი ბოლო მომენტი.
კაპიტან ყარყარაშვილის
მარში აფხაზეთში
1992 წლის თებერვლის დასაწყისში, სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსული არალეგიტიმური „საქართველოს სამხედრო საბჭოს“ გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული გვარდიის შენაერთები გიორგი ყარყარაშვილის მეთაურობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდნენ რკინიგზისა და სოხუმის აეროპორტის დასაცავად. ეროვნული გვარდიის ნაწილებმა მარშით გაიარეს აფხაზეთის მთელი ტერიტორია და საქართველო-რუსეთის საზღვართან, მდინარე ფსოუსთან გაჩერდნენ.
თებერვალი
კაპიტან ყარყარაშვილის მარში აფხაზეთში

ამ და სხვა ცალმხრივმა გადაწყვეტილებებმა შეუძლებელი გახადა ეთნიკური კვოტირებით დაკომპლექტებული უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირება და საბოლოო იგი გაიყო ქართულ და აფხაზურ ნაწილებად. ქართულმა დეპუტაციამ უმაღლესი საბჭოს სხდომები დატოვა, სხვა შენობაში გადავიდა და დამოუკიდებლად დაიწყო ფუნქციონირება.
შს მინისტრის გაძევება, ხელისუფლების დაყოფა ეთნიკური ნიშნით
1992 წლის 24 ივნისს, აფხაზურმა მხარემ აფხაზეთის მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი, ეთნიკურად ქართველი გივი ლომინაძე ძალის გამოყენებით შს სამინისტროს შენობიდან გააძევა. ასევე აფხაზებმა გამოიყენეს უზენაესი საბჭოს ქართული დეპუტაციის შიგნით არსებული პოლიტიკური თუ პიროვნული დაპირისპირება და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ მათთვის მისაღები კანდიდატი გაიყვანეს. ამას აფხაზეთის ეთნიკური ქართველების აღშფოთება მოჰყვა - დაიწყო დაუმორჩილებლობის აქტები და საყოველთაო გაფიცვა. აფხაზური მხარე ამ მოვლენას არ გამოყოფს როგორც მნიშვნელოვანს.
24 ივნისი
შს მინისტრის გაძევება, ხელისუფლების დაყოფა ეთნიკური ნიშნით. 24 ივნისი
1992 წლის 24 ივნისს, აფხაზურმა მხარემ აფხაზეთის მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი, ეთნიკურად ქართველი გივი ლომინაძე ძალის გამოყენებით შს სამინისტროს შენობიდან გააძევა. ასევე აფხაზებმა გამოიყენეს უზენაესი საბჭოს ქართული დეპუტაციის შიგნით არსებული პოლიტიკური თუ პიროვნული დაპირისპირება და აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ მათთვის მისაღები კანდიდატი გაიყვანეს. ამას აფხაზეთის ეთნიკური ქართველების აღშფოთება მოჰყვა - დაიწყო დაუმორჩილებლობის აქტები და საყოველთაო გაფიცვა. აფხაზური მხარე ამ მოვლენას არ გამოყოფს როგორც მნიშვნელოვანს.
კომენტარი თბილისიდან
ამ და სხვა ცალმხრივმა გადაწყვეტილებებმა შეუძლებელი გახადა ეთნიკური კვოტირებით დაკომპლექტებული უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირება და საბოლოო იგი გაიყო ქართულ და აფხაზურ ნაწილებად. ქართულმა დეპუტაციამ უმაღლესი საბჭოს სხდომები დატოვა, სხვა შენობაში გადავიდა და დამოუკიდებლად დაიწყო ფუნქციონირება.
ამ ფაქტმა უმაღლესი საბჭოს ქართული დეპუტაციაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. განხორციელებული ცვლილებები შეაფასეს ავტორიტარული რეჟიმისა და ეროვნული განსაკუთრებულობის ლეგიტიმაციის მცდელობად.
კომენტარი თბილისიდან
კომენტარი სოხუმიდან
აფხაზეთის ხელისუფლებამ 1925 წლის კონსტიტუცისთან დაბრუნება იძულებით ზომად დაასახელა, რადგან საქართველო დაუბრუნდა 1918 წლის კონსტიტუციას, რომელშიც აფხაზეთს სტატუსი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული.
1978 წლის აფხაზეთის კონსტიტუციის გაუქმება და 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენა
1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების აფხაზურმა ნაწილმა თვითნებურად აღადგინა 1925 წლის აფხაზეთის სსრ კონსტიტუცია, შესაბამისად, გააუქმა აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუცია. აფხაზეთს შეუცვალეს სახელწოდება და მიიღეს კანონი ახალი სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის შესახებ.
23 ივლისი
1978 წლის აფხაზეთის კონსტიტუციის გაუქმება და 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენა. 23 ივლისი
1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების აფხაზურმა ნაწილმა თვითნებურად აღადგინა 1925 წლის აფხაზეთის სსრ კონსტიტუცია, შესაბამისად, გააუქმა აფხაზეთის ასსრ 1978 წლის კონსტიტუცია. აფხაზეთს შეუცვალეს სახელწოდება და მიიღეს კანონი ახალი სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის შესახებ.
კომენტარი თბილისიდან
ამ ფაქტმა უმაღლესი საბჭოს ქართული დეპუტაციაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. განხორციელებული ცვლილებები შეაფასეს ავტორიტარული რეჟიმისა და ეროვნული განსაკუთრებულობის ლეგიტიმაციის მცდელობად.
კომენტარი სოხუმიდან
აფხაზეთის ხელისუფლებამ 1925 წლის კონსტიტუცისთან დაბრუნება იძულებით ზომად დაასახელა, რადგან საქართველო დაუბრუნდა 1918 წლის კონსტიტუციას, რომელშიც აფხაზეთს სტატუსი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული.
აქამდე აფხაზეთის ხელისუფლება თავის სტრატეგიას მხოლოდ სსრკ-ის შემადგენლობაში დარჩენის მიმართულებით ხედავდა. 12 აგვისტოს მიმართვა იყო პირველი მცდელობა მომავალი ურთიერთობები განსაზღვრულიყო უშუალოდ ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში. მიმართვაში იგრძნობა საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეული გაწბილება და მომავალ ბუნდოვან პერსპექტივაში სიცხადის შეტანის მცდელობა.
კომენტარი თბილისიდან
კომენტარი სოხუმიდან
ფედერალური ხელშეკრულებით აფხაზეთს სურდა, ერთი მხრივ,
საქართველოსთან ურთიერთობის გამარტივება, მეორე მხრივ კი, სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილება. თუმცა, თბილისმა ხელშეკრულების პროექტი უარყო და იმ დღეს, როდესაც აფხაზეთის პარლამენტი მის განხილვას აპირებდა, ჯარი გაგზავნა აფხაზეთში, რა ნაბიჯითაც დაიწყო ომი.
აფხაზების წინადადება ფედერაციის
შექმნაზე
1992 წლის 12 აგვისტოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვლადისლავ არძინბა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს მიმართავს და მოუწოდებს დაიწყონ მოლაპარაკებები ფედერაციული ხელშეკრულების ხელმოწერაზე, სადაც განსაზღვრული იქნება თითოეული მხარის უფლებამოსილებები, ასევე საერთო ორგანოების კომპეტენცია და ა.შ.
12 აგვისტო
აფხაზების წინადადება ფედერაციის შექმნაზე.

ამ ფაქტით დაიწყო ქართულ - აფხაზური კონფლიქტის შეიარაღებული ფაზა, რომელიც 1993 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდა. აფხაზური მხარე ამტკიცებდა, რომ რკინიგზის ტრანსპორტზე საგანგებო წესების ამოქმედება მათთან შეთანხმებული არ ყოფილა. მათ სამხედროების მობილიზაცია გამოაცხადეს და ოჩამჩირესა დაგულრიფშში რამდენიმე შეიარაღებული შეტაკება მოაწყვეს საქართველოს შინაგანი ჯარის შესაჩერებლად. თუმცა, ეს ვერ მოხერხდა - 15 აგვისტოს ქართული საზღვაო დესანტი გაგრაში შევიდა და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საქართველოს დროშა აღმართა. 18 აგვისტოს ქართული შეიარაღებული ძალები სოხუმში შევიდნენ.
კომენტარი თბილისიდან
კომენტარი სოხუმიდან
აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ თბილისის ქმედებები მიიჩნია „სუვერენული აფხაზეთის ტერიტორიის წინასწარ მომზადებულ ოკუპაციად“ და აფხაზ ხალხს სახალხო წინააღმდეგობისკენ მოუწოდა.

ქათული ჯარის შესვლა აფხაზეთში და ომის დაწყება. 14 აგვისტო
1992 წლის აგვისტოსთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეების აქტიურობის შედეგად, დასავლეთ საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა სრულად პარალიზებული იყო. ამ ვითარების გამოსასწორებლად საქართველოს მმართველი პოლიტიკური ორგანოს - „სახელმწიფო საბჭოს“ თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ მიიღო გადაწყვეტილება 15 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე რკინიგზაზე საგანგებო წესები ამოქმედებულიყო. ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად, 14 აგვისტოს საქართველოს შინაგანმა ჯარმა აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილება დაიწყო.
ქართული ჯარის შესვლა აფხაზეთში და ომის დაწყება. 14 აგვისტო
1992 წლის აგვისტოსთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეების აქტიურობის შედეგად, დასავლეთ საქართველოში სარკინიგზო მიმოსვლა სრულად პარალიზებული იყო. ამ ვითარების გამოსასწორებლად საქართველოს მმართველი პოლიტიკური ორგანოს - „სახელმწიფო საბჭოს“ თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ მიიღო გადაწყვეტილება 15 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე რკინიგზაზე საგანგებო წესები ამოქმედებულიყო. ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად, 14 აგვისტოს საქართველოს შინაგანმა ჯარმა აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილება დაიწყო.
კომენტარი თბილისიდან
ამ ფაქტითდაიწყ ო ქართულ - აფხაზური კონფლიქტის შეიარაღებული ფაზა, რომელიც 1993 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდა. აფხაზური მხარე ამტკიცებდა, რომ რკინიგზის ტრანსპორტზე საგანგებო წესების ამოქმედება მათთან შეთანხმებული არ ყოფილა. მათ სამხედროების მობილიზაცია გამოაცხადეს და ოჩამჩირესა დაგულრიფშში რამდენიმე შეიარაღებული შეტაკება მოაწყვეს საქართველოს შინაგანი ჯარის შესაჩერებლად. თუმცა, ეს ვერ მოხერხდა - 15 აგვისტოს ქართული საზღვაო დესანტი გაგრაში შევიდა და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საქართველოს დროშა აღმართა. 18 აგვისტოს ქართული შეიარაღებული ძალები სოხუმში შევიდნენ.
კომენტარი სოხუმიდან
აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ თბილისის ქმედებები მიიჩნია „სუვერენული აფხაზეთის ტერიტორიის წინასწარ მომზადებულ ოკუპაციად“ და აფხაზ ხალხს სახალხო წინააღმდეგობისკენ მოუწოდა.
შეთანხმების თანახმად, აფხაზეთის ტერიტორიიდან გავიდოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი. აფხაზეთს სრული შემადგენლობით დატოვებდნენ ასევე ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსული არაფორმალური შეიარაღებული რაზმები. შეთანხმება ადასტურებდა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. შემაჯამებელი დოკუმენტის ტექსტი გაეროს უშიშროების საბჭომთავის ოფიციალურ დოკუმენტად აღიარა.
კომენტარი თბილისიდან
კომენტარი სოხუმიდან
დოკუმენტი ითვალისწინებდა ცეცხლის შეწყვეტას, ჯარების გაყვანას, სამხედრო ტყვეთა გაცვლას, დევნილთა დაბრუნებას, ასევე აფხაზეთის ხელისუფლების საქმიანობის აღდგენას რესპუბლიკის მასშტაბით. თუმცა, შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ შესრულებულა. კერძოდ, როგორც ქართული ჯარები, ისე ჩრდილოეთ კავკასიის შეიარაღებული დაჯგუფებები აგრძელებდნენ პოზიციების შენარჩუნებას.
მოსკოვის შეთანხმება
1992 წლის 3 სექტემბერს, მოსკოვში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პირველი ფართომასშტაბიანი შეხვედრა გაიმართა. მოსკოვის შეხვედრამ შემაჯამებელი დოკუმენტი მიიღო, რომელსაც ხელს აწერდნენ ედუარდ შევარდნაძე და ბორის ელცინი. შეთანხმების ტექსტს ხელმოწერით ეთანხმებოდნენ აფხაზეთის მხრიდან ვლადისლავ არძინბა და ასევე ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რესპუბლიკის ლიდერი.
3 სექტემბერი
მოსკოვის შეთანხმება. 3 სექტემბერი

გაგრის აღების შემდეგ, ქართულმა მოსახლეობამ მასობრივად და ქაოსურად დაიწყო გაგრის დატოვება. გაგრაში რამდენიმე დღის განმავლობაში სრული განუკითხაობა სუფევდა. დაიღუპა და დაიჭრა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პირი. გაჩნდნენ პირველი სამხედრო ტყვეები, მძევლები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები და დევნილები.
კომენტარი თბილისიდან
კომენტარი სოხუმიდან
მოსკოვის შეთანხმებები არ შესრულდა, რესპუბლიკა აღმოჩნდა ბლოკადაში. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს წინაშე დადგა ამოცანა, გაეტეხა ეს ბლოკადა. ორ დღეში აფხაზმა მებრძოლებმა ჩრდილოკავკასიელ მოხალისეთა რაზმთან ერთად (ოპერაციაში მონაწილეთა საერთო რაოდენობა 500-ს არ აღემატებოდა) აიღეს გაგრა. 6 ოქტომბრისთვის აფხაზურმა შენაერთებმა მიაღწიეს მდინარე ფსოუმდე, რუსეთის საზღვრამდე. ასე დაირღვა რესპუბლიკის ბლოკადა. გაგრის გათავისუფლება იყო აფხაზი ხალხის პირველი გამარჯვება სამამულო ომში [ასე უწოდებენ აფხაზეთში ოფიციალურად 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზურ ომს - JAMnews] ქართველი აგრესორების წინააღმდეგ.
ბრძოლა გაგრისთვის
3 სექტემბრის შეთანხმების მიუხედავად, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რეგულარულად ირღვეოდა და მხარეები ერთმანეთს შეთანხმების შეუსრულებლობას აბრალებდნენ. 1 ოქტომბერს აფხაზურმა ძალებმა გაგრაზე შეტევა დაიწყეს. 5 ოქტომბერს მათ გაგრა და გაგრის რაიონი აიღეს და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე აფხაზეთის დროშა აღმართეს.
5 ოქტომბერი
ბრძოლა გაგრისთვის. 5 ოქტომბერი

აფხაზური მხარე არქივების დაწვას აფასებს როგორც ქართული მხარის მიერ განხორციელებულ ვანდალურ აქტს და აფხაზი ხალხის ისტორიული მეხსიერებისა და კულტურული თვითმყოფადობის განადგურების მცდელობას. ქართული მხარე კი უარყოფს ამ ფაქტს და აცხადებს, რომ ეს იყო შემთხვევითი დაბომბვის შედეგად დამწვარი შენობები.

კომენტარი თბილისიდან
კომენტარი სოხუმიდან
აფხაზური მხარე არქივების დაწვას აფასებს როგორც ქართული მხარის მიერ განხორციელებულ ვანდალურ აქტს და აფხაზი ხალხის ისტორიული მეხსიერებისა და კულტურული თვითმყოფადობის განადგურების მცდელობას.

აფხაზეთის სახელმწიფო არქივის დაწვა
1992 წლის 22 ოქტომბერს, სოხუმში, თითქმის ერთდროულად ცეცხლი გაუჩნდა დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის ენის და ლიტერატურის ინსტიტუტის შენობასა და აფხაზეთის სახელმწიფო არქივის შენობას. ორი სამეცნიერო-საარქივო ცენტრის ერთდროულად განადგურებამ იმთავითვე გააჩინა ეჭვი, რომ ისინი მიზანმიმართულად დაწვეს.
22 ოქტომბერი
აფხაზეთის სახელმწიფო არქივის დაწვა. 22 ოქტომბერი
1992 წლის 22 ოქტომბერს, სოხუმში, თითქმის ერთდროულად ცეცხლი გაუჩნდა დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის ენის და ლიტერატურის ინსტიტუტის შენობასა და აფხაზეთის სახელმწიფო არქივის შენობას. ორი სამეცნიერო-საარქივო ცენტრის ერთდროულად განადგურებამ იმთავითვე გააჩინა ეჭვი, რომ ისინი მიზანმიმართულად დაწვეს.
კომენტარი თბილისიდან
აფხაზური მხარე არქივების დაწვას აფასებს როგორც ქართული მხარის მიერ განხორციელებულ ვანდალურ აქტს და აფხაზი ხალხის ისტორიული მეხსიერებისა და კულტურული თვითმყოფადობის განადგურების მცდელობას. ქართული მხარე კი უარყოფს ამ ფაქტს და აცხადებს, რომ ეს იყო შემთხვევითი დაბომბვის შედეგად დამწვარი შენობები.
კომენტარი სოხუმიდან
აფხაზური მხარე არქივების დაწვას აფასებს როგორც ქართული მხარის მიერ განხორციელებულ ვანდალურ აქტს და აფხაზი ხალხის ისტორიული მეხსიერებისა და კულტურული თვითმყოფადობის განადგურების მცდელობას.
აფხაზური ენის ინსტიტუტის თანამშრომლები დამწვარი არქივის ფერფლთან
კომენტარი თბილისიდან
ამ ინფორმაციამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს პარლამენტში. ვითარების განსამუხტად პარლამენტის თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის ფაქტი უარყო. ამგვარად, ეს შეთანხმებაც არარეალიზებული გამოდგა.
ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები რუსი გენერლების მონაწილეობით
1992 წლის 13 დეკემბერს გუდაუთაში ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრას რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მოლაპარაკებების შედეგად ქართული და აფხაზური მხარის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ქართული მხარე აფხაზეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის ვალდებულებას იღებდა.
13 დეკემბერი
ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები რუსი გენერლების მონაწილეობით. 13 დეკემბერი
1992 წლის 13 დეკემბერს გუდაუთაში ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრას რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მოლაპარაკებების შედეგად ქართული და აფხაზური მხარის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ქართული მხარე აფხაზეთის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის ვალდებულებას იღებდა.
კომენტარი თბილისიდან
ამ ინფორმაციამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს პარლამენტში. ვითარების განსამუხტად პარლამენტის თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის ფაქტი უარყო. ამგვარად, ეს შეთანხმებაც არარეალიზებული გამოდგა.
აფხაზური და რუსული მხარეები ვერტმფრენის ჩამოგდებას ქართულ მხარეს აბრალებდნენ. ქართული მხარე ბრალდებას უარყოფდა და ამ ტრაგედიას რუსული მხარის სამხედრო მანიპულაციებს აბრალებდა. აფხაზეთში ყოველ წელს აღნიშნავენ ლათას ტრაგედიის თარიღს, როგორც 1992-93 წლების ომის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდს.
კომენტარი თბილისიდან
კომენტარი სოხუმიდან
1992 წლის 14 დეკემბერს, ალყაში მოქცეული ტყვარჩელიდან გუდაუთის მიმართულებით გაფრინდა რუსეთის საჰაერო ძალების მი-8-ის ტიპის ორი ვერტმფრენი, რომელთა ბორტზე აფხაზი დევნილები იმყოფებოდნენ. 17:30 საათზე, აფრენიდან 12 წუთში, ზღვის დონიდან 1900 მეტრის სიმაღლეზე ყოფნის დროს, ერთ-ერთ ვერტმფრენს მიწა-ჰაერის ტიპის ჭურვი მოხვდა. ჭურვი თბილისის ჯარების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაისროლეს. ვერტმფრენი გულრიფშის რაიონის სოფელ ლათას ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ამ ტრაგედიამ კიდევ უფრო დაამძიმა ალყაში მოქცეული მეშახტეების ქალაქის - ტყუარჩელის მდგომარეობა. ჩამოგდების შიშით, შესამჩნევად შემცირდა ჰუმანიტარული ფრენების სიხშირე საკვების მისაწოდებლად თუ მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად. აფხაზებისთვის 14 დეკემბერი ომის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღად მიიჩნევა.

ვერტმფრენის ჩამოგდება
1992 წლის 14 დეკემბერს, გულრიფშის რაიონის სოფელ ლათასთან რუსეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ვერტმფრენს 82 ადამიანი გადაჰყავდა და აფხაზური შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტყვარჩელის ტერიტორიიდან გუდაუთაში მიფრინავდა. დაღუპულებს შორის 35 ბავშვი და 30 ქალი იყო. ყველა მგზავრი და სამკაციანი ეკიპაჟი ადგილზე დაიწვა.

14 დეკემბერი
ვერტმფრენის ჩამოგდება. 14 დეკემბერი

1993

ეს იმ დროისთვის სოხუმზე ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო. ამ ოპერაციის ხასიათი და მასშტაბი მოწმობდა, რომ ის არ იყო მხოლოდ აფხაზური მხარის მიერ დაგეგმილი და რუსეთის შეიარაღებული ძალები ოპერაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. ამ შეტევას აფხაზური მხრიდან 600-მდე მებრძოლი და ქართული მხრიდან ასზე მეტი სამხედრო პირი შეეწირა.
კომენტარი თბილისიდან
კომენტარი სოხუმიდან
ამ შეტევის დროს დაიღუპა 222 ჯარისკაცი, 23 დაკარგულად ითვლება. მარტის შეტევა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ოპერაციაა აფხაზი ხალხის სამამულო ომის დროს. არც ერთ სამხედრო ოპერაციაში მთელი ომის განმავლობაში აფხაზურ ჯარს ასეთი ადამიანური დანაკარგი არ განუცდია.
აფხაზების წარუმატებელი შეტევა სოხუმზე

1993 წლის 16-19 მარტს მდინარე გუმისთის მხრიდან განხორციელდა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების ერთობლივი, მასირებული შეტევა სოხუმზე. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შემოტევა შეაჩერეს.

16 მარტი
აფხაზების წარუმატებელი შეტევა სოხუმზე. 16 მარტი
1993 წლის 16-19 მარტს მდინარე გუმისთის მხრიდან განხორციელდა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალების ერთობლივი, მასირებული შეტევა სოხუმზე. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შემოტევა შეაჩერეს.
კომენტარი თბილისიდან
ეს იმ დროისთვის სოხუმზე ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო. ამ ოპერაციის ხასიათი და მასშტაბი მოწმობდა, რომ ის არ იყო მხოლოდ აფხაზური მხარის მიერ დაგეგმილი და რუსეთის შეიარაღებული ძალები ოპერაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. ამ შეტევას აფხაზური მხრიდან 600-მდე მებრძოლი და ქართული მხრიდან ასზე მეტი სამხედრო პირი შეეწირა.
კომენტარი სოხუმიდან
ამ შეტევის დროს დაიღუპა 222 ჯარისკაცი, 23 დაკარგულად ითვლება. მარტის შეტევა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ოპერაციაა აფხაზი ხალხის სამამულო ომის დროს. არც ერთ სამხედრო ოპერაციაში მთელი ომის განმავლობაში აფხაზურ ჯარს ასეთი ადამიანური დანაკარგი არ განუცდია.
ქართველი სამხედროები აფხაზეთში
10 ივლისს ქართულმა მხარემ აფხაზური შენაერთების ტყვარჩელის მიმართულებით შევიწროება მოახერხა დადაკარგული პოზიციები დაიბრუნა - გახსნა სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები.
კომენტარი თბილისიდან
კომენტარი სოხუმიდან
აფხაზი ისტორიკოსები ომის გარდამტეხ მომენტად მიიჩნევენ აფხაზური ჯარის ივლისის შეტევას. ამ ოპერაციის ამოცანა იყო სოხუმის გარშემო მთიანი შემოგარენის აღება. ამან ქართული ჯარის პოზიციები მნიშვნელოვნად დაასუსტა. ფაქტობრივად, ამ ოპერაციის შედეგად, სოხუმი და იქ განლაგებული ქართული ჯარი, ოპერატიულ ალყაში მოექცა. შეტევაში ჩართული იყო ორივე აფხაზური ფრონტი - გუმისთის და ვოსტოჩნი.

აფხაზების შეტევა, ტამიშის დესანტი
და ომში გარდატეხა
1993 წლის ივლისის პირველ რიცხვებში აფხაზურმა მხარემ ზღვიდან სოფელ ტამიშთან დესანტი გადმოსხა. მათ ქართული მხარის პოზიციები გაარღვიეს და სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები დაიკავეს.
ამ გზებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული მხარისთვის დამატებითი სამხედრო ნაწილების სოხუმში გადასაგზავნად. სოხუმს მაშინ ქართული მხარე აკონტროლებდა.
ივლისი
აფხაზების შეტევა, ტამიშის დესანტი და ომში გარდატეხა. ივლისი
1993 წლის ივლისის პირველ რიცხვებში აფხაზურმა მხარემ ზღვიდან სოფელ ტამიშთან დესანტი გადმოსხა. მათ ქართული მხარის პოზიციები გაარღვიეს და სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები დაიკავეს. ამ გზებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული მხარისთვის დამატებითი სამხედრო ნაწილების სოხუმში გადასაგზავნად. სოხუმს მაშინ ქართული მხარე აკონტროლებდა.
კომენტარი თბილისიდან
10 ივლისს ქართულმა მხარემ აფხაზური შენაერთების ტყვარჩელის მიმართულებით შევიწროება მოახერხა დადაკარგული პოზიციები დაიბრუნა - გახსნა სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები.
კომენტარი სოხუმიდან
აფხაზი ისტორიკოსები ომის გარდამტეხ მომენტად მიიჩნევენ აფხაზური ჯარის ივლისის შეტევას. ამ ოპერაციის ამოცანა იყო სოხუმის გარშემო მთიანი შემოგარენის აღება. ამან ქართული ჯარის პოზიციები მნიშვნელოვნად დაასუსტა. ფაქტობრივად, ამ ოპერაციის შედეგად, სოხუმი და იქ განლაგებული ქართული ჯარი, ოპერატიულ ალყაში მოექცა. შეტევაში ჩართული იყო ორივე აფხაზური ფრონტი - გუმისთის და ვოსტოჩნი.
ქართულმა მხარემ მთლიანად შეასრულა შეთანხმება - მდინარე გუმისთის მონაკვეთზე დატოვა მხოლოდ ორი სამეთვალყურეო პუნქტი, დაიწყო ბატალიონების დაშლა. ფოთის მიმართულებით გაიყვანა მძიმე ტექნიკა.
კომენტარი თბილისიდან
კომენტარი სოხუმიდან
აღნიშნული შეთანხმება აფხაზური მხარის ივლისის წარმატებული შეტევის შედეგი იყო: აფხაზმა სამხედროებმა მთლიანად ჩაკეტეს სოხუმი და ქართული ჯარი ალყაში მოაქციეს. რუსეთმა აიძულა აფხაზები ზავი დაედოთ. ეს შეთანხმება პირველი საერთაშორისო დოკუმენტია, სადაც აფხაზეთი დამოუკიდებელ ტერიტორიად არის აღიარებული. ქართული მხარე იძულებული გახდა დათანხმებულიყო ჯარების გაყვანას, ვინაიდან სოხუმის სამხედრო გზით შენარჩუნებას ვერ ახერხებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ამას არ დათანხმდებოდა.
სოჭის შეთანხმების ხელმოწერა
1993 წლის 27 ივლისის, ქალაქ სოჭში, რუსეთის შუამდგომლობით, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ჩართულ მხარეთა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას "აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის და მისი დაცვის კონტროლის მექანიზმების შესახებ".
27 ივლისი
სოჭის შეთანხმების ხელმოწერა. 27 ივლისი

1993 წლის სექტემბრის დასაწყისში ჩეჩნეთიდან სამეგრელოში ჩამოფრინდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. მან ჩაატარა მიტინგები სამეგრელოს ქალაქებში და ასევე გალსა და ოჩამჩირეში შეხვდა სამხედროებს. აფხაზურმა მხარემ დაგმო გამსახურდიას მომხრე შეიარაღებული ძალების გალის რაიონში გადაადგილება, მათი ეს ქმედება 27 ივლისის შეთანხმების დარღვევად ჩათვალა და უკვე განიარაღებულ სოხუმზე შეტევები განაახლა. გამსახურდიას ჩამოსვლა იყო გადამწყვეტი საბაბი აფხაზური და რუსული მხარეებისთვის, რათა დაებრალებინათ თბილისისთვის 27 ივლისის შეთანხმების დარღვევა.
კომენტარი თბილისიდან
კომენტარი სოხუმიდან
აფხაზურმა მხარემ ამ ოპერაციისთვის ყველაფერი დადო სასწორზე. ახლა ან არასდროს - მომენტიც ხელსაყრელი იყო: მოსკოვში ელცინსა და უზენაეს საბჭოს შორის დაპირისპირება მძვინვარებდა. სოხუმის გათავისუფლებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში მოსკოვში პუტჩი მოხდა და ტანკებმა პარლამენტს ესროლეს. საქართველოში კი ზვიადისტების მორიგი აჯანყება მიმდინარეობდა. აფხაზეთის ხელმძღვანელობამ კარგად დაიჭირა მომენტი.
სოხუმის დაცემა /გათავისუფლება

ომის კულმინაცია. სასტიკი ბრძოლების შედეგად აფხაზურმა შენაერთებმა სოხუმის ცენტრი დაიკავეს. აფხაზეთის დედაქალაქისთვის ბრძოლა 11 დღეს გაგრძელდა. შევარდნაძემ ქალაქი დატოვა. ქართულმა ჯარმა დაიწყო უკანდახევა კოდორის ხეობისკენ და 30 სექტემბერს მთლიანად დატოვა აფხაზეთის ტერიტორია.
27 სექტემბერი

სოხუმის დაცემა /გათავისუფლება. 27 სექტემბერი

ამ დღის შემდეგ ეს ადამიანები საკუთარ სახლებში აღარ დაბრუნებულან. მათი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ის რომ მოსახლეობა კოდორის გზას დაადგა, აჩვენებს იმას, რომ ევაკუაცია განხორციელდა სპონტანურად და ქაოსურად. საქართველოს უმაღლეს პოლიტიკურ მმართველობას არ გააჩნდა მოსახლეობის ევაკუაციის არანაირი გეგმა, ქვეყანას არ ჰქონდა მეტ ნაკლებად მოწესრიგებული სადაზვერვო სამსახური და მოწინააღმდეგე მხარეებს შორის არ არსებობდა არანაირი კომუნიკაცია.
ქართველი დევნილები სვანეთის
გავლით ტოვებენ აფხაზეთს
სოხუმის დაცემის შემდეგ მოსახლეობაც ჯარს გაჰყვა. ათიათასობით ადამიანი, რომლებსაც არ ჰქონდათ საკმარისი საკვები და თბილი ტანსაცმელი, ჭუბერის უღელტეხილის გზას შეუდგა.
სექტემბერი
ქართველი დევნილები სვანეთის გავლით ტოვებენ აფხაზეთს. სექტემბერი
სოხუმის დაცემის შემდეგ მოსახლეობაც ჯარს გაჰყვა. ათიათასობით ადამიანი, რომლებსაც არ ჰქონდათ საკმარისი საკვები და თბილი ტანსაცმელი, ჭუბერის უღელტეხილის გზას შეუდგა.
კომენტარი თბილისიდან
ამ დღის შემდეგ ეს ადამიანები საკუთარ სახლებში აღარ დაბრუნებულან. მათი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ის რომ მოსახლეობა კოდორის გზას დაადგა, აჩვენებს იმას, რომ ევაკუაცია განხორციელდა სპონტანურად და ქაოსურად. საქართველოს უმაღლეს პოლიტიკურ მმართველობას არ გააჩნდა მოსახლეობის ევაკუაციის არანაირი გეგმა, ქვეყანას არ ჰქონდა მეტ ნაკლებად მოწესრიგებული სადაზვერვო სამსახური და მოწინააღმდეგე მხარეებს შორის არ არსებობდა არანაირი კომუნიკაცია.
ქართველი დევნილები კოდორში

30 სექტემბერი - აფხაზურ-ქართული ომის ცხელი ფაზის დასრულება

ომის აქტიური ფაზა დასრულდა. თბილისის კონტროლქვეშ აფხაზეთის მხოლოდ ერთი პატარა მონაკვეთი დარჩა - კოდორის ხეობის ნაწილი. მშვიდი ცხოვრების დაწყებამდე ჯერ კიდევ შორი იყო.
მომდევნო თვეებსა და წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დრო და დრო ფეთქდებოდა სიტუაცია, იყო შეტაკებები და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები, როგორიც მაგალითად ექვსდღიანი ომი გალში 1998 წელს.

სამოქალაქო ომი, რომელიც საქართველოში 1991 წელს დაიწყო, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. 1993 წლის ოქტომბერში გამსახურდიას მომხრე შეიარაღებულმა ძალებმა სამეგრელოსა და იმერეთის რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი და სატრანსპორტო კომუნიკაცია დაიკავეს, თუმცა ქუთაისის აღება ვერ მოახერხეს. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მხარი დაუჭირა შევარდნაძის მთავრობას და გამსახურდიას მომხრე ძალები განდევნა. გამსახურდიას მომხრე შეიარაღებული ფორმირებები ბრძოლის პარტიზანულ მეთოდებზე გადავიდნენ. 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია დღემდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა.

კონფლიქტის შეიარაღებული ფაზის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გააქტიურდა გაერო - მიიღეს რამდენიმე რეზოლუცია, შეიქმნა UNOMIG და დაიწყო დისკუსია სამშვიდობო ძალების შექმნის შესახებ.

აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ, შიდა სამოქალაქო დაპირისპირების პირობებში, საქართველოს ხელისუფლებამ 1994 წლის მარტში მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) გაწევრიანების შესახებ.

1994 წლის 4 აპრილს მოსკოვში ხელი მოეწერა ორ დოკუმენტს: შეთანხმებას ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა ნებაყოფლობითი დაბრუნების თაობაზე და განცხადებას “ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ”. ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა მიმართეს გაეროს, სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ჩართული ყოფილიყო რუსეთის ჯარის კონტინგენტი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთს ექნებოდა თავისი კონსტიტუცია, კანონმდებლობა და შესაბამისი სახელმწიფო ატრიბუტიკა.

1994 წლის 2 სექტემბერს, ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების ფორმატში მხარეებმა დაადასტურეს, რომ 1994 წლის 4 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალები განალაგა.
Ავტორები
პაატა ზაქარეიშვილი, თბილისი
ინალ ხაშიგი, სოხუმი

ფოტო
"Memory project"

JAMnews-ის მასალებში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს მხოლოდ კონკრეტული მასალის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას.

Made on
Tilda