თავიდან, როცა ცენტრში მოვიდა, 10 წლის მაქსი გაუბედავად იდგა ზღურბლთან და შენობაში შესვლას ვერ ბედავდა. დღეს კი, ერთი თვის თავზე, ის თამამად აღებს ცენტრის კარებს და ყველას ხმამაღლა და მხიარულად ესალმება.
მაქსი დედამ 19 წლის ასაკში გააჩინა. მამას არც იცნობს. დედას ალკოჰოლიზმის პრობლემები აქვს, პოლიციაშია რეგისტრირებული. ბავშვი დროის უმეტეს ნაწილს ბებიასთან და ბაბუასთან ატარებს. პირველ შეხვედრაზე მაქსმა სოციალურ მუშაკებს უთხრა, რომ ორი დღის განმავლობაში მხოლოდ ვაფლს ჭამდა. ბავშვმა რამდენიმე სკოლა გამოიცვალა და მესამე წელია პირველი კლასის პროგრამას გადის.