უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგად, ევროკავშირმა გადაწყვიტა დააჩქაროს „ასოცირებული სამეულის“ ქვეყნების - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში საქართველო ამ სამეულის ლიდერი იყო, უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი მხოლოდ „წევრობის პერსპექტივა“, რაც კანდიდატის სტატუსზე ერთი ნაბიჯით დაბლა დგას. სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველო 2023 წლის იანვარში მიიღებს, მანამდე კი ბრიუსელი თბილისს პოლიტიკური პირობების 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას სთხოვს, მათ შორისაა „დეოლიგარქიზაცია“.
ბევრმა ექსპერტმა და ქვეყნის პროევროპელმა მოქალაქემ ევროკავშირის გადაწყვეტილება აღიქვა როგორც ხელიდან გაშვებული შანსი და რეაქცია საქართველოს დემოკრატიიდან უკან დახევაზე. პრობლემები განსაკუთრებით შესამჩნევია სასამართლო სისტემაში, რომლის დამოუკიდებლობა თითქმის განადგრუებულია. ასევე, ოპონენტების პოლიტიკური დევნა, თავდასხმები კრიტიკულ მედიაზე და ზოგადად სიტყვის თავისუფლებაზე.