საქართველო
2022
2022 წლის
მთავარი მოვლენები, რომლებმაც ქვეყნის ცხოვრებაზე იმოქმედა


1
უკრაინის ომი და საქართველო
რა მოხდა: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ თავის ოფიციალურ გზავნილად ქართველი ხალხის მიმართ აირჩია

რატომ არის მნიშვნელოვანი: 
გურამ მურაროვი, civil.ge

2
გაუქმდა ყველა კოვიდ-შეზღუდვა
რა მოხდა: 2022 წლის 1 მარტს საქართველოში გაუქმდა ყველა კოვიდ-შეზღუდვა, რომელთა დიდი ნაწილი ქვეყანაში თითქმის ორი წლის განმავლობაში მოქმედებდა. 2022 წლის ბოლოსთვის პირბადის ტარების ვალდებულება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში დარჩა. 2022 წლის 7 აპრილი იყო პირველი დღე, როდესაც ქვეყანაში არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა კოვიდით. 2022 წლის 4 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ყოველდღიური კოვიდ სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა.
ჯამში, 2022 წლის ბოლოსთვის პანდემიამ საქართველოში 16 811 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პანდემიამ საქართველოში ათასობით ადამიანის ოჯახის წევრი და ახლობელი შეიწირა, უდიდესი ზიანი მიაყენა როგორც მსოფლიოს ისე ქვეყნის ეკონომიკას, ჯანდაცვის სისტემას, ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას. პანდემია ოფიციალურად არ დასრულებულა, თუმცა ვირუსმა უკან დაიხია და ეს კაცობრიობის დიდი გამარჯვებაა.

3
ნიკა გვარამიას დაკავება
რა მოხდა: ქვეყნის ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ტელეკომპანიის, “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. გვარამიას სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას სამსახურებრივი მანქანის ოჯახის საჭიროებებისთვის გამოყენებას ედავებიან. ასევე, კერძო კომპანიის მენეჯმენტისას დაშვებულ შეცდოპმებზე მიუთითებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გვარამიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიცაა Amnesty International-ი და Human Rights Watch-ი. ამერიკის საელჩოს განცხადებით, გვარამიას პატიმრობა "რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო ევროპულ არჩევანს". საგულისმოა, რომ გვარამიას დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი შეავსო. 12 პუნქტიან გეგმაში, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად, ერთ-ერთი პუნქტი სწორედ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლებრივი საქმეების გადახედვაა .

4
საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო
რა მოხდა: უკრაინის ომის ფონზე სამმა ქვეყანამ - უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს მოაწერეს ხელი. ივნისში ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. თუმცა, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და აღნიშნა, რომ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად ქვეყანამ კონკრეტული თორმეტი რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. ჩამოთვლილ პუნქტებს შორისაა ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლებრივი საქმეების საკანონმდებლო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, თავისუფალი და პლურალისტული მედიაგარემოს უზრუნველყოფა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროკავშირს რეგიონული გაფართოებები ახასიათებს. თუ უკრაინა და მოლდოვა შეუერთდებიან ამ ორგანიზაციას, ხოლო საქართველო ბორტს მიღმა დარჩება, მაშინ საქართველოს მოუწევს სხვა პარტნიორები ეძებოს ევროკავშირთან დასაახლოებლად.
20 ივნისს თბილისში, პარლამენტის შენობასთან საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერი მრავალათასიანი აქცია გაიმართა. ჟურნალისტები და ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 

5
რუსები საქართველოში
ფოტო: ვალერი შარიფულინი/ТАСС
რა მოხდა: უკრაინაში ომის დაწყებიდან ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში 1 მილიონ 179 ათას 254 რუსეთის მოქალაქე. მათი დიდი უმეტესობა გავიდა ქვეყნიდან - ზოგი ტურისტი იყო, ზოგმა საქართველო მესამე ქვეყანაში გადასასვლელად გამოიყენა. განსაკუთრებით ბევრი ადამიანი ლარსიდან სექტემბერში შემოვიდა, მას შემდეგ, რაც პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში დარჩა, რამაც ქვეყნის ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები მოიტანა. მაგალითად, თბილისში გასულ წელთან შედარებით თითქმის გასამმაგდა ბინის ქირა, გაძვირდა გასაყიდი უძრავი ქონებაც.

6
დოროყაშვილი vs ბასილაშვილი
ცნობილი სპორტსმენისა და მისი ყოფილი ცოლის სასამართლო პროცესი

7
ვაკის პარკის ტრაგედია
რა მოხდა: 13 ოქტომბერს, ახლადრეაბილიტირებული ვაკის პარკის შადრევანში ორ მოზარდს დენმა დაარტყა. ისინი წყალში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მეორე მოზარდი გადარჩა. კომპანია, რომელმაც შადრევნის რეაბილიტაცია ჩაატარა, 2013 წელს ე.წ. შავ სიაში იყო შეყვანილი არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების გამო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ამ ფაქტმა აჩვენა, ქალაქში საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი პროექტი

7
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება
რა მოხდა: ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაასრულა აგვისტოს ომის პერიოდში (2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით) ჩადენილი დანაშაულების შესწავლა ადამიანურობისა და ომის დანაშაულების კონტექსტში.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ჰააგის სასამართლოს არც ერთი ქართველი რიგითი სამხედრო თუ მაღალჩინოსანი არ დაუდანაშაულებია ადამიანურობისა და ომის დანაშაულების კონტექსტში. მსგავსი ქმედებების ჩადენაში სასამართლომ ერთი რუსი გენერლისა და სამი ოსი ჩინოვნიკის ბრალეულობა გამოკვეთა.
Made on
Tilda