საქართველო: 2022 წელი რიცხვებში

ციფრები ყველაზე უკეთ ჰყვება, როგორ ცხოვრობს ქვეყანა
648 176

ადამიანი ცხოვრობს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის მიღმა, რაც მოსახლეობის 17.5 პროცენტია
1 179 254

რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში უკრაინაში ომის დაწყებიდან 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით (ეს შემოსულების საერთო რაოდენობაა და არა დარჩენილების)
120%

გაძვირდა ბინის ქირა თბილისში გასულ წელთან შედარებით. გასაყიდი უძრავი ქონების ფასი 28%-ით არის გაზრდილი.
1 595

არის საქართველოში საშუალო ხელფასი 2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით. ეს გასულ წელთან შედარებით 16.5 პროცენტით მეტია
3 688 600

არის საქართველოს მოსახლეობა 2022 წლის 1 იანვრის მონაცემებით. წინა წლებში 3 მილიონ 700-ზე ქვემოთ ეს მაჩვენებელი არ ჩამოსულა.
82.7%

გაძვირდა სიმინდის ფქვილი 2022 წელს. გაძვირებული პროდუქრების ტოპ ათეულშია კარტოფილი, ხახვი და რძის პროდუქტები
10%

გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს
38

ადამიანი დაიღუპა უკრაინის ომში 24 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე
21 მლრ
900 მლმ

ლარი არის საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი
255

ლარი გახდა 2022 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი. ეს წინა წლის ნოემბერთან შედარებით, 31.4 ლარით მეტია
450 000

კილომეტრი ავტობანი დააგეს საქართველოში
16.8%

გაიზარდა ფასები კონკრეტულად სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ბოლო ერთ წელიწადში. ჯამში წლიური ინფლაციის დონემ 10.4% შეადგინა.

89

ადგილზეა საქართველო მედიის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყანას შორის. წინა წელთან შედარებით, ქვეყანა 29 პოზიციით დაქვეითდა.
18

ქალი მოკლა ქმარმა ან ყოფილმა ქმარმა თუ პარტნიორმა 2022 წელს
106

ადგილზეა საქართველო მსოფლიო ქვეყნების ბედნიერების რეიტინგში 146 ქვეყანას შორის
45

ადგილზეა საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსით. ეს წინა წელთან შედარებით ერთი ქულით დაბალი შედეგია, თუმცა რეგიონში პირველობას ინარჩუნებს
58

58 ქულა აქვს საქართველოს Freedom House-ის თავისუფლების 2022 წლის ინდექსის მიხედვით. ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად არის მოხსენიებული. გასულ წელს საქართველოს 60 ქულა ქონდა.

58

პროცენტით გაძვირდა ბინის ქირა გასულ წელთან შედარებით
Made on
Tilda