ნიკას ერთი დღე
ეს ვარ მე, ნიკა.
ჩემი დღე ასე მხიარულად იწყება
კბილებს როცა ვიხეხავ, მაშინაც ვმაიმუნობ
დღეს დასვენების დღეა და ფრესქულში არ წავედი. დილიდან ჩემს საყვარელ საქმეს შევუდექი - პუფზე ვხტუნაობ
კიდევ მიყვარს დაფაზე წერა და ხატვა.
დასვენების დღეს, სადმე მივდივართ ხოლმე. ამჯერად, დედამ და მამამ მე და ნუცა ილუზიების მუზეუმში წაგვიყვანეს.
ასევე მუზეუმში დაგვხვდა ვან გოგის ნახატები. მე მომეწონა ვარსკვლავიანი ღამე. ვან გოგი ჰოლანდიელი მხატვარია. ყვითელი ფერი უყვარს და მზესუმზირები. კიდევ ხშირად ხატავდა სოფელს და საკუთარ თავს.
მუზეუმის შემდეგ მე და ნუცას მოგვშივდა და წავედით მაკდონალდსში. მე ძალიან მიყვარს ბურგერი, ფრი და ნაგეთსი. და რა თქმა უნდა, ნაყინი.
სახლში ძალიან დაღლილები დავბრუნდით. როცა ძაან დაღლილი ვარ, მიყვარს ჩემი ლოგინი. ვიხუტებ ჩემს სათამაშოებს და ვიძინებ.
დიდი მადლობა ყურადღებითვის <3
პრეზენტაცია მოამზადა ნიკუშა დათუნაშვილმა
Made on
Tilda