შობა ბავშვების საყვარელი დღესასწაულია. საქართველოში მას 7 იანვარს აღვნიშნავთ. თუმცა, ჩვენი წინაპრები 25 დეკემბერს აღნიშნავდნენ.
შობას ჩვენ იესოს დაბადებას აღვნიშნავთ. იესო ქალაქ ბეთლემში დაიბადა. ის ყველაზე კეთილი ადამიანი იყო, ვისაც ამ ქვეყნად უცხოვრია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ მას მივბაძოთ.
შობას ქართველები ღამის 12 საათზე სანთლებს ანთებენ და ფანჯარაზე დებენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ იესოს ვეპატიჟებით ჩვენს სახლში და გულში.
კიდევ ქართველები აუცილებლად აცხობენ საშობაო ღვეზელს. საშობაო ღვეზელისთვის საჭიროა ყველი და კვერცხი.
საშობაო ღვეზელს ნახევარმთვარის ფორმა აქვს.
საშობაო ღვეზელი
ყველაზე მხიარული საშობაო ტრადიციაა ალილო.
შობის დილას ბავშვები და დიდები მოირთვებიან და სტუმრად დადიან სხვადასხვა სახლში, მღერიან საშობაო სიმღერებს და აგროვებენ ტკბილეულს.
ალილოზე მოსულებს მასპინძელი უხვად ასაჩუქრებს - ფულით, ფქვილით, თხილ-კაკლით, ხილითა და ტკბილეულით.