JAMnews

მე ჩემი კვერცხუჯრედი გავყინე

რამდენად ხშირად და რა მიზეზებით მიმართავენ საქართველოში ქალები კრიოპრეზერვაციას
Frontmatter, or preliminaries, is the first section of a book and is usually the smallest section in terms of the number of pages. Each page is counted, but no folio or page number is expressed or printed, on either display pages or blank pages.
ნინია
37 წლის
ნინია დიდი ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობს და მუშაობს. რამდენიმე წლის წინ ჰყავდა პარტნიორი და შვილის გაჩენასაც გეგმავდნენ, თუმცა დაშორდნენ.

ნინიას ახლა არ აქვს გადაწყვეტილი, გააჩენს თუ არა ბავშვს მომავალში, თუმცა არც გამორიცხავს, ამიტომ გასულ წელს, თბილისში ყოფნის დროს, საკუთარი კვერცხუჯრედები გაყინა. (ის ამ ამბავს არ მალავს, მაგრამ რადგან საქმე პირად ცხოვრებას ეხება, კონფიდენციალურობა ურჩევნია, ამიტომ სტატიაში მისი ნამდვილი სახელი შეცვლილია.)

ნინია ამბობს, რომ კვერცხუჯრედების გაყინვამ ემოციური სიმშვიდე მიანიჭა:

„ამ ფაქტმა ძალიან გამიადვილა ცხოვრება. ახლა უფრო მშვიდად ვეძებ სწორ ადამიანს, რაღაცებზე თვალებს არ ვხუჭავ მხოლოდ იმიტომ, რომ „უი, ბავშვი მინდა“, რადგან, ვიცი, ისედაც მეყოლება მომავალში, სწორი ადამიანისგან.“
ეს ჩემთვის ერთგვარი დაზღვევაა — თუ ბავშვის გაჩენისთვის მზად იქნება, მედიცინის დახმარებით ამას წლების შემდეგაც შეძლებს.

ნინია, 37 წლის
პროცედურამდე ნინიას გარკვეული ანალიზები გაუკეთეს, შემდეგ სპეციალური მედიკამენტები დაუნიშნეს.

ბოლო ეტაპი იყო უშუალოდ კვერცხუჯრედების „ამოღების“ დღე. პროცედურა ანესთეზიით კეთდება.

ნინიას ახლა 10 კვერცხუჯრედი აქვს გაყინული. მისი კვერცხუჯრედები თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, სპეციალურ პირობებში ინახება.

რა არის კრიოპრეზერვაცია


კვერცხუჯრედები ქალის რეპროდუქციულ ფუნქციას უზრუნველყოფენ.

თვის განმავლობაში ხდება ერთი კვერცხუჯრედის მომწიფება და ამ დროს სპერმატოზოიდთან შერწყმის შემთხვევაში შესაძლოა განაყოფიერება.

ასაკთან ერთად კვერცხუჯრედების რაოდენობა მცირდება და იკლებს მათი „ხარისხიც“, ანუ ნაკლებია განაყოფიერების ალბათობა.

თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, შესაძლებელია რეპროდუქციულად ყველაზე აქტიურ ასაკში კვერცხუჯრედების გაყინვა, იგივე კრიოპრეზერვაცია და მათი გამოყენება მოგვიანებით, თუნდაც 10 ან მეტი წლის შემდეგ. ეს შესაძლებელია ინ ვიტრო განაყოფიერების, ასევე, სუროგაციის გზით. რაც უფრო მეტია კვერცხუჯრედების რაოდენობა, მით უფრო მაღალია განაყოფიერების ალბათობა.

გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, საბახტარაშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი, არსენ გვენეტაძე განმარტავს, რომ ასაკის მატებასთან ერთად, კვერცხუჯრედების მარაგი და ხარისხი იკლებს.

მისი თქმით, როგორც წესი, 35-დან 38 წლამდე პერიოდში შემცირება ნელ-ნელა მიმდინარეობს, 38 წლიდან უფრო სწრაფად, 40 წლის შემდეგ კი, ბუნებრივი გზით დაორსულების ალბათობა არსებობს, მაგრამ დაბალი.

შესაბამისად, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი კვერცხუჯრედების გაყინვის მსურველებს ურჩევს, ეს პროცედურა 35 წლამდე გაიკეთონ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ არ შეიძლება ან უშედეგო იქნება.

გვენეტაძე განმარტავს, რომ კვერცხუჯრედის გაყინვამდე სპეციალისტი აფასებს, რა „მარაგი“ აქვს იმ დროისთვის პაციენტს, მზადაა თუ არა მისი ორგანიზმი ამ პროცედურისთვის. თუ ყველაფერი წესრიგშია, იწყებენ საკვერცხეების სტიმულაციას. როგორც წესი, ეს მენსტრუაციის დასრულების მეორე დღეს იწყება და 10-12 დღეს გრძელდება.
„ბუნებრივად, ერთ ციკლში შეიძლება მომწიფდეს ერთი ფოლიკული და ერთი კვერცხუჯრედი. სტიმულაციის შემთხვევაში კი, პაციენტს წინასწარ ეძლევა ჰორმონალური პრეპარატები, რომელთა შედეგად მწიფდება უფრო მეტი კვერცხუჯრედი“, — ამბობს გვენეტაძე.

უკვე ამის შემდეგ ხდება მომწიფებული კვერცხუჯრედების „ამოღება“ ფოლიკულურ სითხესთან ერთად. ამას ასპირაცია, იგივე ამოსრუტვა ჰქვია. ეს არის დაახლოებით 10-15-წუთიანი პროცედურა და არ არის ოპერაცია, კეთდება საშოს მხრიდან, ანესთეზიით და კონტროლდება ულტრაბგერის საშუალებით, იგივე ექოსკოპიით. შემდეგი ეტაპია ამოღებული კვერცხუჯრედების შეფასება და გაყინვა, რასაც ემბრიოლოგი აკეთებს.




ნინია
37 წლის
Book design is the art of incorporating the content, style, format, design, and sequence of the various components of a book into a coherent whole. In the words of Jan Tschichold, "methods and rules upon which it is impossible to improve, have been developed over centuries. To produce perfect books, these rules have to be brought back to life and applied."
Book design is the art of incorporating the content, style, format, design, and sequence of the various components of a book into a coherent whole. In the words of Jan Tschichold, "methods and rules upon which it is impossible to improve, have been developed over centuries. To produce perfect books, these rules have to be brought back to life and applied."
Follow Lucy Newton on Twitter and join the mailing list
Made on
Tilda