დამოუკიდებლობის 11315 დღე
საქართველოს დამოკიდებლობა 31 წლისაა
მთავარი თარიღები
რეფერენდუმი

ამ დღეს, საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე შეკითხვას “ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?” საქართველოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. თუმცა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.




31 მარტი, 1991

პირველი პრეზიდენტი

დამოუკიდებელმა საქართველომ პირველი პრეზიდენტი აირჩია. იგი გახდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 52 წლის ზვიად გამსახურდია.




მაისი 26, 1991

სამოქალაქო ომი

თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო. დაპირისპირებამ გამსახურდიას ხელისუფლებასა და აჯანყებულ სამხედროებსა და პოლიტიკოსებს შორის ქვეყანაში მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. თბილისის ცენტრში დასეირნობდნენ ტანკები, ისმოდა ჭურვების აფეთქების ხმა. მოგვიანებით, სამოქალაქო დაპირისპირების ეპიცენტრმა სამეგრელოში გადაინაცვლა. ომი კანონიერი ხელისუფლების დამხობით და პრეზიდენტ გამსახურდიას საქართველოდან განდევნით დასრულდა. ქვეყნის სათავეში “სამხედრო საბჭო” მოვიდა. სამოქალაქო ომი ორ წელიწადს გრძელდებოდა.




დეკემბერი 22, 1991

შევარდნაძის ეპოქა

“სამხედრო საბჭოს” მოწვევით, საქართველოში მოსკოვიდან ჩამოვიდა ედუარდ შევარდნაძე, რომელიც მოგვიანებით (1995 წლის ნოემბერში) ქვეყნის მეორე პრეზიდენტი გახდა. შევადნაძე ქვეყანას, ფაქტობრივად, 11 წელიწადს მართავდა. მისი პრეზიდენტობის წლები საქართველოში კორუფციასთან, უშუქობასთან, დანგრეულ გზებთან და კრიმინალის თარეშთან ასოცირდება. თუმცა, მისი პრეზიდენტობის დროს ჩაეყარა საფუძველი ისეთ მნიშვნელოვან პროეტებს, როგორიცაა ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმი. ამ პროექტემბმა საქართველო რეგიონის მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყნად აქცია.




მარტი 7, 1992 - ნოემბერი 23, 2003

აფხაზეთის ომი

აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეუქცევადი პროცესები განვითარდა, რომლებსაც რუსეთიც უწყობდა ხელს. ეს რეგიონები საქართველოსგან გამოყოფას ითხოვდნენ. საომარი მოქმედებები ჯერ სამხრეთ ოსეთში დაიწყო (1990 წელს), მოგვიანებით კი – აფხაზეთში. აფხაზეთის ომი 13 თვეს გაგრძელდა და აფხაზეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა. არც აფხაზეთის და არც სამხრეთი ოსეთი დამოუკიდებლობას ამ დრომდე არც თბილისი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს. აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ომის შედეგად ორივე მხრიდან ათასობით ადამიანი დაიღუპა. სხვადასხვა დროს კონფლიქტების შედეგად, საერთო ჯამში, დაახლოებით 265 ათასი ეთნიკურად ქართველი დევნილად იქცა.




აგვისტო 14, 1992 - სექტემბერი 27, 1993

ახალი კონსტიტუცია

საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ძირითადი კანონი – კონსტიტუცია მიიღო. მას შემდეგ 109 მუხლისგან შემდგარ კონსტიტუციაში 33 ცვლილება შევიდა, მათ შორის, ყველაზე რადიკალური ცვლილებები მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს განხორციელდა. ძალიან მალე, საქართველოს კონსტიტუცია კიდევ ერთხელ, დრამატულად შეიცვლება.




აგვისტო 24, 1995

საქართველო ევროსაბჭოს წევრია

“მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!” – ეს სიტყვები საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, 1999 წელს, ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, როდესაც საქართველო ევროსაბჭოს სრულუფლებიან წევრად მიიღეს.




1999 

ვარდების რევოლუცია

2003 წლის ნოემბერში თბილისში დაიწყო მშვიდობიანი სახალხო გამოსვლები შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა 23 ნოემბერს პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომა და შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება. ეს მოვლენები “ვარდების რევოლუციის” სახელითაა ცნობილი. შემდეგ დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები (2004 წლის იანვარი), არჩევნებში გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი გახდა.




ნოემბერი 23, 2003

რეფორმები

2004 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ მასშტაბური რეფორმები წამოიწყო. გაჩნდა თანამედროვე პოლიცია, რადიკალურად შემცირდა კრიმინალი, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაცია დაიმსახურა. თითქმის 10-ჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი, მოქალაქეები აღარ იხდიდნენ ქრთამს საჯარო სერვისებისთვის. თუმცა, ამავე დროს, სააკაშვილის მმართველობის დროს მნიშვნელოვანი პრობლემები იყო ადამიანის უფლებებისა და სასამართლო სისტემის კუთხით. ბევრის აზრით, სააკაშვილის ხელისუფლების მარცხის მთავარ მიზეზად სწორედ ადამიანის უფლებებისადმი არასათანადო დამოკიდებულება იქცა.



ივლისი, 2004

პრემიერის სიკვდილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი ნახშირჟანგის აირით მოიწამლა დასახელდა.



თებერვალი 3, 2005

7 ნოემბრის მიტინგის დარბევა

ხელისუფლებამ თბილისში ძალის გამოყენებით დაარბია ოპოზიციის მშვიდობიანი მიტინგი. იმავე დღეს სპეცრაზმი შეიჭრა ტელეკომპანია “იმედის” შენობაში, რომელიც ქართველ ოლიგარქს, ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. ხელისუფლების მტკიცებით, ოპოზიცია, პატარკაციშვილისა და რუსეთის სპეცსამსახურების დახმარებით, ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას გეგმავდა. ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარება. ვითარების განმუხტვის მიზნით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის იანვარში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ამ არჩევნების შედეგად სააკაშვილი მეორე ვადით გახდა პრეზიდენტი.



ნოემბერი 7, 2007

აგვისტოს ომი

რუსეთ-საქართველოს ომი. ამ ხუთდღიანმა ომმა ასობით ადამიანი იმსხვერპლა. საქართველომ დაკარგა კონტროლი აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის გარკვეულ რაიონებზე, რომლებიც დღეს რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ათასობით ეთნიკურად ქართველი დევნილად იქცა. ისინი დღესაც ვერ ახერხებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ეს იყო პირველი ომი ევროპის ტერიტორიაზე 21-ე საუკუნეში.



აგვისტო 8, 2008

ქართული ოცნება

საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით შექმნილმა კოალიციამ - “ქართულმა ოცნებამ”. ასე დასრულდა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის პარტიის – “ნაციონალური მოძრაობის” 9- წლიანი მმართველობა და ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა. ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეიცვალა. 




ოქტომბერი 1, 2012

მეოთხე პრეზიდენტი

რიგით მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" კანდიდატმა, პროფესიით ფილოსოფოსმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა. ის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გახდა.




ოქტომბერი 27, 2013

უვიზოდ ევროპაში

2017 წლის 28 მარტს 04 საათსა და 22 წუთზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა ვარშავისკენ მიმავალი თვითმფრინავი, რომლის ბოტრზეც ევროპაში უვიზოდ მიმავალი პირველი მგზავრები იმყოფებოდნენ. 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.



მარტი 28, 2017

უვიზოდ ევროპაში

2017 წლის 28 მარტს 04 საათსა და 22 წუთზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა ვარშავისკენ მიმავალი თვითმფრინავი, რომლის ბოტრზეც ევროპაში უვიზოდ მიმავალი პირველი მგზავრები იმყოფებოდნენ. 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა.



მარტი 28, 2017

Conact us
Phone: +1-123-456-789
Email: hello@windhouse.com
Made on
Tilda